სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის
სოფელ შროშის საჯარო სკოლა
როგორ გავზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა რუსული ენის გაკვეთილზე დაწყებით კლასებში.
ეკატერინე ზიბზიბაძის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2018-2019 სასწ.წელი.
2
სარჩევი
1.შესავალი-----------------------------------------------------------------------------------------------------გვ.3
2.აქტუალურობა---------------------------------------------------------------------------------------------გვ.4
3.პრობლემის ანალიზი------------------------------------------------------------------------გვ.6
4.მიზანი---------------------------------------------------------------------------------------------გვ.8
5.სამიზნე ჯგუფი-----------------------------------------------------------------------------გვ.9
6.საკვლევი კითხვები-------------------------------------------------------------------------გვ.9
7.ლიტერატურის მიმოხილვა----------------------------------------------------------------გვ.10
8.კვლევის მეთოდები--------------------------------------------------------------------------გვ.13
9.მონაცემთა ანალიზი-------------------------------------------------------------------------გვ.15
10.ძირითადი მიგნებები----------------------------------------------------------------------გვ.24
11.ინტერვენციები-----------------------------------------------------------------------------გვ.25
12.ინტერვენციების შეფასება-----------------------------------------------------------------გვ.28
13.რეკომენდაციები---------------------------------------------------------------------------გვ.36
14.დასკვნა--------------------------------------------------------------------------------------გვ.37
15.რეფლექსია---------------------------------------------------------------------------------გვ.38
16.ბიბლიოგრაფია----------------------------------------------------------------------------გვ.40
17.დანართები---------------------------------------------------------------------------------გვ.41
3
1.შესავალი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ზესტაფონის რაიონის სოფელ შროშის საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლის ეკატერინე ზიბზიბაძის საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშს.
კვლევა განხორციელდა შროშის საჯარო სკოლაში,სკოლა ითვლის მოღვაწეობის 100 წელზე მეტს. იგი ერთადერთი საჯარო სკოლაა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე. სკოლაში 12 კლასი და 110 მოსწავლეა, რომელთაც 23 პედაგოგი და ტექ. პერსონალი ემსახურება. სკოლის შენობა გასული საუკუნის 60-იან წლების კაპიტალური, შენობაა. სკოლის ძირითად სასწავლო რესურსს შეადგენს ბიბლიოთეკა, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები, ისტ-ის კაბინეტი, ასევე მცირე რესურსები სხვადასხვა საგნებისათვის.
კვლევა ჩატარდა 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში. საკვლევ საკითხს წარმოადგენდა: ,,როგორ გავზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა უცხო ენის გაკვეთილზე დაწყებით კლასებში’’. ჩემთვის საინტერესო იყო გამომეკვლია მიზეზები ,რა იწვევდა დამამთავრებელ კლასში(მე-6 ) დაბალ ჩართულობას, საგნის უინტერესობას და ამის შესახებ შემემუშავებინა შესაბამისი ინტერვენციები.
კვლევის განმავლობაში ძირეულად შევისწავლე ,, ჩართულობის“ შესახებ საკითხები, დავამუშავე შესაბამისი ლიტერატურა. კვლევის პროცესში გამოვიყენე როგორც თვისობრივი, ასევე რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტები. მოვახდინე მონაცემთა ანალიზი და ძირითადი მიგნებებიდან გამომდინარე შევიმუშავე ინტერვენციები, მოვახდინე ინტერვენციების შეფასება, შევიმუშავე რეკომენდაციები და გავაკეთე დასკვნა. ნაშრომს თან ერთვის ბიბლიოგრაფია და დანართები.
საკვანძო სიტყვებია: კვლევა, სკოლა, მოსწავლეები, ჩართულობა, აკადემიური მოსწრება, ინტერვენცია(ჩარევა).
4
ივნისის თვეში სამუშაო შეხვედრაზე კოლეგებთან მოვახდინე ჩემი კვლევის პრეზენტაცია. კოლეგებს დეტალურად გავაცანი კვლევის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. ვფიქრობ ჩემი კვლევა მათ დაეხმარება პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებაში და ისეთი სტრატეგიების დანერგვაში, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რათა გახდნენ ისინი კონკურენტუნარიანები მსოფლიო გამოწვევის წინაშე.
მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს, მოსწავლეთა მშობლებს, მოსწავლეებს, რომლებიც მთელი კვლევის განმავლობაში მეხმარებოდნენ, მაძლევდნენ რჩევებს და იღებდნენ ჩემს რეკომენდაციებს.
2.თემის აქტუალურობა
ეფექტური სწავლა- სწავლება მოსწავლეთა მოტივაციის დონეზეა დამოკიდებული.
მოტივაცია ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც აღძრავს ქცევას გარკვეული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
უცხოური ენა ,როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი,სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უცხოური ენის სწავლებას სკოლის სხვადასხვა საფეხურზე ,სხვადასხვა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო მიზნები აქვს.დაწყებით საფეხურზე უცხოური ენის სწავლების არმზრდელობითი მიზნები აქვს.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დაწყებით საფეხურზე სწავლება მთავარი ამოცანაა მოსწავლის ინტერესის სტიმულირება,მოტივაციის
5
გაძლიერებაა:მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში მასწავლებელმა შექმნას ენის შესწავლისათვის ხელშემწყობი გარემო.კერძოდ, ააგოს სასწავლო პროცესი ბავშვთა ბუნებრივ ენებსა და ინსტინქტებზე დაკვირვებით, სასწავლო პროცესში გამოიყენოს მრავალფეროვანი ლექსიკა,შექმნას ენის შესწავლისათვის პოზიტიური გარემო .
ქარლ როჯერსი მიიჩნევს,რომ მასწავლებელი გამოდის ,როგორც სწავლის ფასილიტატორი,ხელისშემწყობი.მასწავლებლის ძირითადი ფუნქციაა -ხელის შეუწყოს მოსწავლის სწავლას ისეთი პირობების შეწმნით ,რომლის შედეგად მოსწავლეები დამოუკიდებლად სწარმართავენ სწავლის პროცესს.
ჩართულობა თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესში მოსწავლეთა განსაკუთრებულ აქტიურობას მოითხოვს.ეს გულისხმობს მათ აქტიურ მონაწილეობას არა მხოლოდ განათლების მიღების,არამედ თანატოლთა სწავლების პროცესშიც.მოსწავლე ჩართულია სწავლის პროცესში,თუ ის მნიშვნელოვან ძალისხმევას იჩენს დავალების შესრულებისას,ზრუნავს შესრულებული დავალების ხარისხზე და ამასთან ,შესრულებული სამუშაოს მისთვის დიდი ღირებულება აქვს.(Newmann,1986).
ასეთი მოსწავლეები გამოხატავენ უფრო მეტი ცოდნის შეძენის სურვილს და პოზიტიურ დამოკიდებულებას სკოლისა და სწავლის მიმართ.
ზოგიერთი მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით ეკიდება სწავლას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მასწავლებლის მხარდაჭერის გარეშე სწავლისადმი დიდ ინტერესს არ იჩენენ. და რაღაც მიზეზების გამო ეკარგებათ მოტივაცია და ჩართულობა.
სასკოლო ჩართულობის პრობლემა არა მარტო ჩემს საგაკვეთილო პროცესში არის აქტუალური და ყურადღება მისაქცევი ,არამედ მთელი თანამედროვე განათლების სისტემის ქვაკუთხედია. მასზე მუშაობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი კორექციისთვის აუცილებელია პედაგოგების,ადმინისტრაციის,ფსიქოლოგებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა. როგორც სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს გაკვეთილზე ჩართულობის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება სასკოლო
6
სწავლების მე-1 და მე-2 საფეხურებზე. მასწავლებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეძლოს ჩართულობის ამაღლება,სწორედ მის ნიჭსა და უნარზეა დამოკიდებული მოსწავლეებში, სწავლისადმი ინტერესის გაზრდა, მოსწავლეებს მუდმივად სჭირდებათ პედაგოგებისაგან შექება, სტიმული ,თანადგომა, სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვა.ჩვენი მოვალეობაა მივცეთ მოსწავლეებს კონსტრუქტიული და მეგობრული დროული უკუკავშირი ,რაც დაეხმარება მათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
3.პრობლემის ანალიზი
პედაგოგიურმა პრაქტიკაზე დაკვირევებამ აჩვენა,რომ მოსწავლეებს დაწყებით საფეხურზე კერძოდ რუსულის გაკვეთილზე სხვა საგნებთან შედარებიტ საკმაოდ უჭირთ ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში..როგორც კლასის დამრიგებელთან გამოკითხვამ,ასევე მშობელთა გამოკითხვამ გამოკვეთა აზრი,რომ დაწყებით საფეხურზე მოსწავლეები განსაკუთრებით ნაკლებ დაინტერესებას იჩენენ უცხო ენის მიმართ.
წლის დასაწყისში ვახორციელებდი მე-6 კლასში დაკვირვებას.დადგინდა მოსწავლეთა დაბალი ჩართულობის ხარისხი,მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი პასიურია:ეზარება საშინაო დავალების შესრულება( არ ასრულებს ან ნაწილობრივ ასრულებს მას),ჯგუფური მუშაობის პროცესში პასიურები არიან ,სათანადოდ არ იყენებენ ნასწავლ ლექსუკურ ერთეულებს,ჯგუფურ მუშაობაში უმეტესიბა პასიურია-არ ითხოვენ დახმარებას და არც სთავაზობენ დახმარებას კლასელებს,გუნდურ მუშაობაში ნაკლებად არიან ჩართულნი,რთულია მათი დაინტერესება,იკლებს ჩართულობის ხარისხი,რაც მოქმედებს უარყოფითად მათ აკადემიურ მიღწევებზე;
7
ჩემი დაკვირვებები საწყის ეტაპზე დაამყარა“ დაკვირვების დღიურმა“.გადავწყვიტე ზოგადად გამერკვია მოსწავლეთა დამოკიდებულება რუსული ენის მიმართ.დაკვირვებაში მონაწილეობა მიიღეს 8 მოსწავლემ(იხილეთ დანართი N1).
იმისათვის რომ პრობლემის იდენტიფიცირება კარგად მომეხდინა ყოველდღიური საგაკვეთილო პროცესის დაკვირვების გარდა გავაანალიზე შემაჯამებელი სამუშაოები.
>შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.
გამოვიკვლიე პირველი სემესტრის შემაჯამებელი სამუშაოებების შედეგები, აქაც გამოიკვეთა იგივე პრობლემა მოსწავლეთა უმეტესობას აქვს შემაჯამებელი დავალებები არასრულად შესრულებული, შეფასებული არიან დაბალი ქულით. რის გამოც პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრება აქვთ საშუალოზე დაბალი.
პირველ სემესტრში შემაჯამებელი სამუშაოებში მიღებული ქულები
მოსწავლე
8
შემაჯამებელი
სამუშაოN1
შემაჯამებელი
სამუშაოN2
X
7
6
X
4
5
X
5
6
X
6
7
X
8
8
X
7
6
X
7
8
X
5
5
8
საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებით და შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზის შედეგად დავადგინე, რომ ჩართულობა და ინტერესი რუსული ენის დაბალია და
საგაკვეთილო პროცესი რუტინული და უინტერესოა, მოსწავლეთა ნაწილი კი პასიური. იმისათვის რომ პრობლემა პროგრესულად არ განვითარებულიყო და სავალალო შედეგებამდე არ მივსულიყავით, დავიწყე პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენა და პრობლემის მოგვარებისათვის სათანადო ინტერვენციების განხორციელება.
კვლევის სარგებლიანობა:
სარგებელი მოსწავლეებს: შინაგანი მოტივაციის ამღლება, საგაკვეთილო პროცესში მოიმატებს ჩართულობის ხარისხი, სწავლა სწავლების ეფექტიანობის ამაღლება, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება.
სარგებელი კოლეგებს: გამოცდილების გაზიარება,შეძლებენ მოსალოდნელი რისკების მართვას; სასკოლო კულტურის ამაღლება, რეფლექსურად აზროვნება.
სარგებელი მასწავლებელს: მოხდება გამოცდილების შეძენა;სწავლა/სწავლების პროცესის ეფექტიანობის ზრდა; მოიმატებს პროფესიონალიზმის ხარირსხი სწავლა-სწავლების მიმართულებით;პრევენციების გატარების უნარი; დროის მენეჯმენტის სწორად მართვა.
4.მიზანი
წინამდებარე პრაქტიკული კვლევის მიზანია მე-6 კლასში რუსულის გაკვეთილზე მოსწავლეების ჩართულობასთან დაკავშირებით სირთულეების და პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზების პოვნა. რაც დამეხმარება ისე წარვმართო აქტივობები რომ მოსწავლეების დაინტერესებაიყოს უფრო მაღალი და რეალურად გაუმჯობესდეს შედეგები. კვლევის განმავლობაში დადგინდეს აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ფაქტორები, რამაც განაპირობა მე-6 კლასში რუსული ენის საგაკვეთილო
9
პროცესში დაბალი ჩართულობა. გაანალიზდეს რა მეთოდები გამოიყენება გაკვეთილზე, რომელ სააზროვნო უნარების განვითარებას მოიცავს გაკვეთილის ფაზები , როგორ ხდება მარტივიდან რთული საკითხების სწავლაზე გადასვლა , რა რესურსები გამოიყენება გაკვეთილზე, როგორ ახერხებს მასწავლებელი მოსწავლეებისათვის აღქმის გამარტივებას , იყენებს თუ არა კონსტრუქტივისტულ მეთოდებს . კვლევის ფარგლებში აუცილებელია გამოიკვლიო რუსული გაკვეთილზე მოტივაციის ზრდა , მეცნიერულ დონეზე , რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს არსებული ლიტერატურის დეტალურ დამუშავებას საკვლევ საკითხთა მიმართებაში. დაიგეგმოს, განხორციელდეს და შეფასდეს შესაბამისი ინტერვენციები-მოტივაციის ამაღლების და გაკვეთილზე ჩართულობის მიზნით.შეფასდეს მისი მდგრადობა და გაზიარდეს პრაქტიკული რეკომენდაციები.
5.სამიზნე ჯგუფი
შროშის საჯარო სკოლის VI-კლასი(8 მოსწავლე)
6.საკვლევი კითხვები
კვლევის მთავარი კითხვა იყო:
,,როგორ გავზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა უცხოური ენის გაკვეთილზე დაწყებით კლასებში ’’.
კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემის მიზეზის დადგენაში დაგვეხმაღება ქვე კითხვებზე პასუხის გაცემა:
1.რამდენად ხშირად იგეგმება გაკვეთილზე ჩართულობის ამაღლებსათვის აქტივობები?
2. იწვევს თუ არა ჩართულობის ამაღლებას ინტეგრირებული გაკვეთილები,საწრეო მუშაობა,ფილმის ჩვენება,როლური თამაძები და ა.შ.?
10
3. რამდენად ხშირად მიმართავთ წახალისების სხვადასხვა ფორმებს?
4. რა მიაჩნიათ მშობლებს თავიანთი შვილების დაბალი ჩართულოვბის მიზეზად?
5.იყენებს თუ არა მასწავლებელი მრავალფეროვანი ტიპის რესურსებს და მონაწილეობენ მოსწავლეები მათ შექმნაში?
6. რამდენად ვითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებსა და ასაკობრივ თავისებურებას?
7.ლიტერატურის მიმოხილვა
მოვიძიე გავეცანი და დავამუშავე ,მრავალფეროვანი და საინტერესო ლიტერატურა ,,ჩართულობასთან’’ დაკავშირებით. რაც დამეხმარა კვლევის ანგარიშის სწორად სტრუქტურირებაში.
საკუთარი პედაგოგიური გამოცდილებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ გაკვეთილზე ჩართულობ არის ერთერთი ძირითადი ფაქტორი მოსწავლის მაღალი აკადემიური მოსწრების.
მოტივაციის და ჩართულობის პრობლემა საკმაოდ ხშირად ხდება შესწავლისა და კვლევის საკითხი. ამ პრობლემაზე დაკვირვება ცხადჰყოფს, რომ ზოგჯერ მასწავლებელი არ აქცევს საკმარის ყურადღებას მოსწავლეების ჩართულობას. გაუცნობიერებლად მივიჩნევთ, რომ რადგან მოსწავლე სკოლაში მოვიდა, ის ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი, რასაც ჩვენ მოვითხოვთ.
არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მოსწავლეს უყალიბდება უარყოფითი ემოციები, რის გამოც ის კარგავს ყოველგვარ ინტერესს სწავლისადმი.
რა გავაკეთოთ იმისათვის , რომ ეს არ მოხდეს და ჩვენ ბავშვებს არ დავუკარგოთ მათთვის ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა და ხალისი? როგორ დავეხმაროთ მათ სირთულეების გადალახვაში , ცოდნის მიღებაში და მოტივაციის ამაღლებაში და გაკვეთილზე ჩართვაში?
11
გაკვეთილზე ჩართულობის ამაღლების ტექნოლოგიებზე განათლების თეორეტიკოსები სკუთარ მოსაზრებებს გვთავაზობენ.მათ ბევრი საერთო და განსხვავებული მიდგომა აქვთ.მაგრამ პედაგოგი ამ ტექნოლოგიებში ეძებს ისეთ მიდგომებს,რომელიც პრაქტიკულად მიღწევადი და ეფექტური იქნება.
სწავლის ჩართულობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოთხოვნილებების დადგენას.
ეფექტური სწავლება მოსწავლეთა ჩართულობის დონეზეა დამოკიდებული.მასლოუსიერარქიის მიხედვით , სწავლის მოთხოვნილების განმსაზღვრელი შეიძლება განსხვავებული დონის ჩართულობა იყოს.
მასწავლებელმა ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის უნდა შეძლოს მოსწავლეთა საჭიროებებისა და მოთხოვნილების დადგენა,განსაზღვროს იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე და რა მოტივები უდევს საფუძვლად სწავლას.შედეგად მან უნდა შეიმუშაოს ადეკვატური სტრატეგიები,რითაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართვას და წყაროები მრავალფეროვანია და თითოეული მათგანი გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა ჩართულობის ამაღლებასა და მათ წარმატებაში.იმისათვის ,რომ ხელი შეუწყოთ მოსწავლეთა სწავლის უნარის განვითარებას,ამისათვის აუცილებელია ჩართულობის პრინციპების გააზრება და სასწავლო პროგრამების შედგენისას,ასევე,უშუალოდ სასწავლო პროცესში გათვალისწინება.ეს საშუალებას მოგვცემს ,მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე დაყრდნობით შევქმნათ ეფექტური და შემოქმედებითი სასწავლო გარემო და უზრუნველყოთ სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის აქტიური და ხალისიანი ჩართვა.(edu.aris.ge.)
კარგმა მასწავლებელმა იცის,რომ ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესებისათვის სასურველ ატმოსფეროს ქმნის გუნდური თანამშრომლობა,დაცულობა,პიროვნულ ღირსებების შეფასება.როცა ბავშვები სკოლაში თავს სტუმრად არ გრძნობენ ნებისმიერ სამუშაოს ითავისებენ.
12
თეო ჭყოიძე თავის სტატიაში „ სწავლის მოტივაციის შიგა ფაქტორები“(ჟურნალი“მასწავლებელი“ 2012 წელი #2) აღნიშნავს,რომ სწავლის მოტივაციას და შესაბამისად გაკვეთილზე ჩართულობას განაპირობებს: 1.ცნობისმოყვარეობა 2.თვითრწმენა 3.დამოკიდებულებები. 4.მოთხოვნები
მასწავლებლის ამოცანაა მოსწავლეებს გაუღვიძოს ცნობისმოყვარეობა შესასწავლი საკითხის მიმართ,რაც გონებას მიმართავს პასიურობიდან აქტიურობისაკენ.
ცვატა ბერძენიშვილი თავის სტატიაში“სტრატეგიების სწავლის გასაზრდელად“წერს,რომ
აქტივობები დაკავშირებული უნდა იყოს მოსწავლეთა ინტერესთან,გამოიწვიოს მათი
ცნობისმოყვარეობა.ბევრი გაკვეთილი შეიძლება წარიმართოს სიმულაციების და
თამაშების გზით. საჭიროა მრავალფეროვნებაგაკვეთილის დაგეგმის დროს,ამასთან
დავალებები გამომწვევი უნდა იყოს ადეკვატური,თუ დავალება მეტისმეტად მარტივია
ექმნებათ.(ცვატა ბერძენიშვილი 2015 წელი“სტატიები სწავლის მოტივაციების
გასაზრდელად“ http://mastavlebeli.ge?p=1528).
მე მიმაჩნია,რომ მოსწავლეთა ჩართულობის გასაზრდელად მნიშვნელოვანია გაკვეთილზე მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენება.ამასთან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეფექტური უკუკავშირის მიცემა,რაც გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას რუსული ენის გაკვეთილზე.
ჩემს მიერ განხორციელებუ კვლევის მეთოლოგიად ავარჩიე პრაკტიკის კვლევა,რომელიც მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს და წარმოადგენს პროფესიული სიტუაციების გაუმჯობესებისა და საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის მიზნით.(ინასარიძე და სხვები 2016 ,61).პრაქტიკული კვლევა კარგი შესაძლებლაა ცვლილებების განსახორციებლად.წიგნში „კვლევის მეთოდები განათლებაში“გვაქვს მოცემული პრაქტიკული კვლევის რამდენიმე განმარტება,მათ შორის ჩემთვის ყველაზე საინტერესოს ვხვდებიკემისისა და მაკტაკეტის განმარტებას:“პრაქტიკის კვლევა ეს არის
13
კონკრეტული ადამიანების მიერ საკუთარი მუშაობის პროცესის კვლევაა,რათა უკეთ ეკეთონ ის ,რასაც აკეთებენ,სხვებთან და სხვებისთვის მუშაობის ჩათვლით“.ასეთი სწავლება არის სიტუაციაზე დაფუძნებული ,სწავლა სამუშაო ადგილზე და მის შესახებ“(Collins and Suguid 1989).
პრაქტიკის კვლევა არის სიტუაციაზე მოპასუხე მეთოდოლოგია,რომელიც სიზუსტეს,აუთენტურობას და ხმის უფლებას გვთავაზობს(კოჰენი,მადიონი და მორისონი 2007,727).
სოფიკო ლობჯანიძის აზრით,“პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო სირთულეების გადასალახავად კი არ არის საჭირო,არამედ ახალი იდეების,ინოვაციების გამოსაცდელად,საკუთარი ძელების გასაძლიერებლად,საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაცენად,საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლადაც“.
კვლევაზე მუშაობისას ვიხელმძღვანელე 26/03/2018 წ. N 56 ბრძანების მიხედვით დამტკიცებული კვლევის შეფასების რიუბრიკით.გავითვალისწინე ის კრიტერიუმები ,რომლებიც ამ რუბრიკაშია გაწერილი.დამეხმარა ანგარიში უფრო გასაგებად და თანმიმდევრულად დამეწერა.
8.კვლევის მეთოდები
ჩემი საკვლევი თემაა:“როგორ გავზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა უცხო ენის გაკვეთილზე დაწყებით კლასებში“.საკვლევი თემის შესწავლისა და პრობლემის სწორად დადგენისათვის გამოვიყენე , სოციალური კვლევის მეთოდებიდან როგორც რაოდენობრივი ისე თვისებრივი მეთოდები და მათი ინსტრუმენტები.
თვისებრივი: დაკვირვება მოსწავლეების,ინტერივიუ კლასის ხელმძღვანელთნ.
რაოდენობითი: ანკეტირება მშობლებთან,მოსწავლეებთან.
14
ამ ტიპის მეთოდებმა მომცა შესაძლებლობა მეტად რელევანტურად გამომეკვეთა ჩემთვის მნიშვნელოვანი ასპექტები ,საჭიროებიდან გამომდინარე კვლევის პროცესში შემეტანა ცვლილებები და მივეყვანე ობიექტურ დასკვნამდე.
თვისებრივი კვლევისას გამოყენებული იქნა შემდეგი ინსტრუმენტი:
> დაკვირვება -საგაკვეთილო პროცესზე.( უბრალო დაკვირვება-რომლის დროსაც მასწავლებელი არის მხოლოდ დამკვირვებელი, არ მონაწილეობს იმ სიტუაციებში რომელთაც შეისწავლის. პროცესი მიმართულია იმ სპეციფიკური ინფორმაციის მისაღებად, რომელიც საჭიროა კვლევის ამოცანების შესრულებისათვის, ახასიათებს სისტემატურობა, გეგმაზომიერება და კონტროლი და ძირითადი უპირატესობა ისაა, რომ გარკვეული ინდივიდების, ჯგუფების ქმედებების რეგისტრირება ხდება მათი განხორციელების დროს.)
მეთოდის დასახელება: ინტერვიუ
სამიზნე ჯგუფი: VI კლასის დამრიგებელი
მეთოდის აღწერა:კვლევის ინსტრუმენტი-ინტერვიუ წარმოადგენს მასწავლებლის დაიალოგს მე-6 კლასის დამრიგებელთან გარკვეული ინფორმაციის მოპოვების მიზნით.ინტერვიუ გახლავთ სტრუქტურირებული ,რომელიც ეფუძნება წინასწარ მომზადებულ შეკითხვებზე პასუხს.
ეს მეთოდი მე ავარჩიე იმოტომ, რომ უკეთ გამეცნო და შემესწავლე კლასისი საერთო დონე,თითოეული მოსწავლის შესაძლებლობა.
კლასის ხელმძღვანელთა ნ ინტერვიუმ მომცა ვრცელი ინფორმაცია კლასის საერთო დონეზე და სხვა საგნებთან დამოკიდებულების და ჩართულობის შესახებ.ინტერვიუს საკითხებიდან თვალთნათლად გამოჩნდა,რომ დაბალი ინტერესი და ჩართულობა რუსული ენის გაკვეთილზე გამოწვეული იყო გაკვეთილის ერთფეროვნებით და რუტინულობით.
კლასის დამრიგებელთან კითხები იხილეთ დანართ N-2.
15
საკუთარი დაკვირვებით და დამრიგებელთან ჩატარებული ინტერვიუს პარალელურად შევიმუშავე კითხვარი მოსწავლეებისათვის და მშობლებისათვის და ჩავატარე ანკეტირება.
რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტი შემუშავდა თვისებრივი კვლევის განხორციელების შემდეგ,როდესაც გამოიკვეთა ტენდენცია,რუსული ენის გაკვეთილზე უფრო კვეთრი იყო ჩართულობის პრობლემები,ვიდრე სხვა დანარჩენ საგნებში.
მეთოდის დასახელება: ანკეტირება
სამიზნე ჯგუფი:,მშობლები(იხ.დანართიN-3), მოსწავლეები(იხ.დანართიN-4)
მეთოდის აღწერა:ანკეტირება მოვამზადე-მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის .
კითხვარი სოციალური ინფორმაციის მოპოვების ინსტრუმენტია. იგი ერთმანეთთან აზრობრივად და ლოგიკურად დაკავშირებული კითხვების (ან კითხვებისა და პასუხების ნაკრებია).
რაოდენობრივ მეთოდს ,ანკეტირებას,მე მივმართე რათა უკეთ გამეგო პასუხები კვლევის მნიშვნელოვან კითხვებზე.ანკეტირება მოხდა ანონიმურად,რადგან ამ დროს რესპოდენტი არ იზღუდება და გულწფელია პასიხების გაცემის დროს .მის მიერ გაცემული პასუხები კი სანდოა და ზუსტი.
მე,მიმაჩნია, და ვთვლი საინტერესოდ ,რომ მიღებული კითხვებზე პასუხები (მოსწავლეებთან,მშობლებთან)ზოგად წარმოდგენას გვიქმნის საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა დაბალი ჩართულობის გამომწვევი ფაქტორების შესახებ.
9.მონაცემთა ანალიზი
კვლევის მეთოდების განხორციელების შემდეგ მოვახდინე მიღებული მონაცემთა ანალიზი, ანალიზი ეფუძნება როგორც რაოდენობრივი ასევე თვისებრივი კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს, რომლის სურათიც ასე გამოიყურება:
16
>დაკვირვება საგაკვეთილო პროცესში ვაკვირდებოდი მოსწავლეებს წინასწარ შედგენილი ცხრილით.
> დაკვირვება,
მოვამზადე დაკვირვების დღიური და სისტემატიურად დავიწყე მოსწავლეების დაკვირვება საკუთარ ( რუსული ენის) გაკვეთილებზე.
დაკვირვების დღიური
2018-2019სასწავლო წელი
მოსწავლის სახელი და გვარი
კრიტერიუმები
1
2
3
4
5
6
7
8
ცდილობს დააგვიანოს გაკვეთილზე
x
x
x
x
x
ცდილობს ნაკლებად იყოს ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
x
x
x
x
x
x
ხშირია გაკვეთილის მოუმზადებლობა
x
x
x
თავს არიდებს საშინაო დავალებების შესრულებას
x
x
x
x
x
x
ეზარება დამატებითი ინფორმაციის მოპოვება
x
x
x
თავს არიდებს კითხვა პასუხს
x
x
x
x
17
ცდილობს ნაკლებად ჩაერთოს გაკვეთილის შესახებარ მსჯელობაში.
x
x
x
x
დაკვირვების შედეგი.
საკუთარ საგაკვეთილო პროცესზე სისტემატიური დაკვირვებით და შემაჯამებელი სამუშაოების შედეგებით დავადგინე, რომ მოსწავლეებში რუსული ენის გაკვეთილზე იკლო ჩართულობის დონემ. მოსწავლეებს გაუქრათ საგნის მიმართ ინტერესი.
საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებასთან ერთად განვახორციელე გამოკითხვა მოსწავლეების(8 მოსწავლე) და მშობლების.
მშობელთა გამოკითხვის მოკლე რეზიუმე
მშობელთ უმეტესობა აღნიშნა ,რომ ისინი ნაკლებად არიან ჩართულნი სკოლის ცხოვრებაში და მათი როლი რუსული ენის სწავლაში საშვალო იყო. თუმცა მშობლრბა აღნიშნეს , რომ ინტერესმა მათი შვილების რუსული ენის მიმართ იკლო .აღნიშნეს რომ,მათი ,მოსაზრებით,უმჯობესი იქნებოდა საგაკვეთილო პროცესში მეტი სახალისო აქტივობების ჩართვა ,რაც დააინტერესებდა მათ შვილებს და გაზრდიდა ჩართულობას.
მშობლებთანბთან ჩატარებული გამოკითხვისას, პარალელურად შევიმუშავე კითხვარი მოსწავლეებისათვის და ჩავატარე ანკეტირება.
18
1.მოსწავლეებთან ანკეტირების შედეგები
1.შეკითხვა
60%
30%
10%
თქვენი აზრით თანამედროვე
საზოგადოებაში არის თუ არა სწავლა
აუცილებელი?
დიახ ნაწილობრივ არა
19
2) შეკითხვა
20% 60%
10%
10%
თქვენი აზრით მოსწავლეთა
დაინტერესების მიზნით რა უნდა
გააკეთოს რუსული ენის პედაგოგმა?
ინტეგრირებული გაკვეთილები ფილმის ჩვენება
ვიქტორინაში მონაწილეობა სხვა
20
3)შეკითხვა
50%
35%
10%
5%
როგორ წარმოგიდგენიათ კარგი
მასწავლებელი,რომელიც შეძლებს
თქვენი სწავლისადმი ჩართულობას?
შრომისუნარიანი სამართლიანი ჰუმანური სხვა
21
4)შეკითხვა
ერთფეროვანი
ერთფეროვანი და რუტინული.და რუტინული.15%15%
მრავალფეროვანი
მრავალფეროვანი აქტივობებით აქტივობებით დატვირთული.დატვირთული.62%62%
ლექციური
ლექციური15%15%
არ აქვს
არ აქვს მნიშვნელობამნიშვნელობა8%8%
როგორი გაკვეთილი მოგწონს?
როგორი გაკვეთილი მოგწონს?
22
5)შეკითხვა
6)შეკითხვა
0
0
1
1
2
2
3
3
4
4
5
5
6
6
მომსწონს
მომსწონს
მომსწონს
მომსწონს ნაწილობრივნაწილობრივ
არ მომწონს
არ მომწონს
მომგწონთ თუ არა მრავალფეროვანი
მომგწონთ თუ არა მრავალფეროვანი რესურსებით ჩატარებული გაკვეთილები?რესურსებით ჩატარებული გაკვეთილები?
Series 1
Series 1
67%
67%
33%
33%
0%
0%
0%
0%
რამდენად ხშირად იყენებს
რამდენად ხშირად იყენებს მასწავლებელი ეფექტურ უკუკავშირს?მასწავლებელი ეფექტურ უკუკავშირს?
იყენებს ხშირად
იყენებს ხშირად
იყენებს ხანდახან
იყენებს ხანდახან
არ იყენებს
არ იყენებს
23
7)შეკითხვა
8)შეკითხვა
ჩართული ვარ
ჩართული ვარ აქტიურად; 5აქტიურად; 5
ჩართული ვარ
ჩართული ვარ საშუალოდ; 2საშუალოდ; 2
არ ვარ
არ ვარ ჩართული; 1ჩართული; 1
,
, 00
0
0
1
1
2
2
3
3
4
4
5
5
6
6
7
7
ჩართული ვარ
ჩართული ვარ აქტიურადაქტიურად
ჩართული ვარ
ჩართული ვარ საშუალოდსაშუალოდ
არ ვარ ჩართული
არ ვარ ჩართული
ხართ თუ არა ჩართული რუსული ენის
ხართ თუ არა ჩართული რუსული ენის საგაკვეთილო პროცესში?საგაკვეთილო პროცესში?
24
კვლევის საერთო მონაცემთა გაანალიზების შედეგად გავაკეთე დასკვნა :რომ
მოსწავლეებს უფრო მეტად მოსწონთ გაკვეთილები რომელზედაც გამოყენებულია მრავალფეროვანი აქტივობები და მრავალფეროვანი რესურსები.
10.ძირითადი მიგნებები
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ინტერვენციების დასაგეგმად:
• მასწავლებელი გაკვეთილს ყოველთვის არ გეგმავს მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
• მშობელი ნაკლებად არის ჩართული შვილების ჩართულობის ამაღლების კუთხით; არ იყენებს ინტერესის გაღვივების მიზნით წახალისებას.
• გაკვეთილები არის ერთფეროვანი. საგაკვეთილო პროცესში ხშირად არ გამოიყენება სახალისო ტიპის აქტივობები .
31%
31%
46%
46%
23%
23%
0%
0%
შეგიქმნია თუ არა რესურსი
შეგიქმნია თუ არა რესურსი მასწავლებლის დახმარებით?მასწავლებლის დახმარებით?
დიახ
დიახ
იშვიათად
იშვიათად
არა
არა
25
• მცირეა მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება.
• ნაკლებადაა ელექტრონული ტიპით სწავლება
• თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ახალი მასალის ახსნისას და პრეზენტაციების გაკეთება.
ამ ტიპის დავალებებით მოსწავლეებს უვითარდებათ 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს და მატულობს ჩართულობა.
11.ინტერვენციები
ინტენცია განვახორციელე არსებული პრობლემის გადაჭრისათვის შემუშავებული გეგმის მიხედვით და პრაქტიკაში განვახორციელე მრავალფეროვანი, მოსწავლეზე ორიენტირებული ინტერვენციები:
• სწავლება დოკუმენტური ფილმების მეშვეობით;
• სიმღერა,როგორც სასწავლო რესურსი რუსული ენის გაკვეთილზე;
• როლური თამაში;
• რესურსის შექმნა;
• მკითხველთა წრე;
1. ინტერვენციის დასახელება :“თავისუფალი მკითხველი“
ინტერვენციის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ გამომეტყველებით კითხვა,ანალიტიკური,სხარტი აზროვნება,შეძლონ საკუთარი აზრის გამოთქვა.
26
ინტერვენციის აღწერა: მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად,მოვაწოდე კროსვორდი,რომელიც უნდა შეევსოდ წაკითხული მოთხრობიდან.ერთმა ჯგუფმა სწრაფად შეძლო აღნიშნული დავალების გაკეთება,მეორეს კი დასჭირდა ჩემი ჩარევა. ამის შემდეგ დავურიგე ახალი მოთხრობა და მოსწავლეების ცოდნის დონეზე დაყრდნობით,განვმარტე უცნობი სიტყვები.ერთად ვეცადეთ ახალი სიტყვები ჯერ კონტექსტში ამოგვეკითხა,შემდეგ კი შეგვედგინა მარტივი წინადადებები.ამის შემდეგ ჩემი მინიმალური ჩართვით მოვამზადეტ კითხვები ტექსტის ირგვლივ.ამ კითხვებზე პასუხებს ერთი ჯგუფი მერე ჯგუფს უსვამდა.
ინტერვენციის შედეგი: მოსწავლეები ეჩვევიან საკუთარი მოსაზრების გამოთქმა-დასაბუთებას,ეცნობიან ახალ ლექსიკურ ერთეულების მნიშვნელობას,რაც მათ დაეხმარებათ მამავალი ტექსტის გაგება-გააზრებისთვის .
„თავისუფალი მკითხველი“გაზრდის მოსწავლეთა დაინტერესებას და ჩართულობას კითხვის პროცესში.
2. ინტერვენციის დასახელება: “როლური თამაშები“
ინტერვენციის მიზანი: მეტყველების უნარ-ჩვევიბის განვითარება,ენობრივი სტრუქტურის და ლექსიკური ერთეულების კონსოლიდაციის უნარის ფლობა.
ინტერვენციის აღწერა: განვახორციელე როლური თამაში,რომლის თემა იყო „სატელეფონო საუბარი“. ბავშვებმა როლურ თამაშს კარგად გაართვეს თავი:
• ბავშვებს დაურიგე ფურცლები,რომლებზეც წინასწარ იყო გამზადებული დიალოგი;
• მივეცი ინსტრუქცია და დრო ,რომ გადაეხედათ ინსტრუქციისთვის;
• გავაცანი და ჩამოვცერე მათტვის შესაძლო სიტყვები;
• მოსწავლეებმა გაითამაშეს წყვილებში სატელეფონო საუბარი;
• ყურადღებას ვაქცევდი მოსწავლეთა გამომეტველებით კითხვას;
• დიალოგი გაითამაშა რამდენიმე წყვილმა.
ინტერვენციის შედეგი: მოსწავლეემა აქტიურად მიიღეს მონაწილეობას როლურ თამაშებში, გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი , განუვითარდათ მეტყველების უნარ-შვევები.
27
3. ინტერვენციის დასახელება: „სიმღერით სწავლება“
ინტერვენციის მიზანი: სიმღერით სწავლებით მოსწავლე შეძლებს სმენითი უნარის განვითარებას, ლექსიკური და ფრაზეოლოგიური მარაგის გამდიდრებას, ინტონაციის სწორად დასმას.
ინტერვენციის აღწერა: იმისათვის ,რომ მოსწავლის სასწავლო პროცესი გამეხადა უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი დავგეგმე მოსწავლეებისთვის მომესმენინებინა სიმღერა:
• მოსწავლეებს დაფაზე დაუწერე სათაური სიმღერის და ვთხოვე გამოეთქვათ ვარაუდი ,თუ რაზე იქნებოდა სიმღერა;
• მოსწავლეებს სიმღერა მოვასმენინე 2-ჯერ;
• სიმღერის მოსმენის შემდეგ მოსწავლეებს დაუსვი კითხვები: რომელი სიტყვები და ფრაზები იყო მათთვის უცნობი?;
• ვიმუშავედ სიტყვების ლექსიკონში,განვმარტედ უცხო სიტყვების მნიშვნელობა ქართულ ენაზე;
• კიდევ ერთხელ მოსწავლეებმა იმღეს სიმღერა მუსიკის თანხლებით.ყველა მოსწავლე აქტიურად არის ჩართული სიმღერის პროცესში,ხალისით ასრულებენ სიმღერას.
• სიმღერის შემდეგ ვთხოვ თავად დამხარების გარეშე შეასრულონ სიმღერა.
4. ინტერვენციის დასახელება: სწავლება დოკუმენტური ფილმების მეშვეობით.
ინტერვენციის მიზანი: შემეცნებითი ,საინფორმაციო.
ინტერვენციის აღწერა: თემის დასასრულს“Какие они животные“გადავწყვიტე მეჩვენებინა ნაწყვეტი ფილმიდან.ვაჩვენე მოკლე ვიდეორგოლი,სადაც ნაჩვენები იყო ველურ ცხოველები.ფილმის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს შორის გაიმართა დისკუსია,სადაც მოსწავლეებმა განიხილეს და გაუზიარეს შთაბეჭდილებები ფილმის ნაწყვეტიდან.
ინტერვენციის შეჯამება: მოსწავლეები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს და დაუკავშირეს ნასწავლი წიგნში მასალა ფილმში ნანახს, რაც განამტკიცებს მათ ცოდნას არსებული თემის ირგვლივ.
28
ინტერვენციის დასახელება: თვალსაჩინოებითი სასწავლო რესურსის შექმნაში მოსწავლეთა ჩართულობა.
ინტერვენციის მიზანი: კეთებით სწავლება და ინტერესის გაზრდა.
ინტერვენციის აღწერა: თემის დასასრულს“ ჩვენი გატაცება“ გადავწყვიტე მოსწავლეებს შეექმნათ პოსტერი, სადაც თითოეულ მოსწავლეებს უნდა აეღწერა მოკლედ თავისი გატაცება, რატომ იყო დაინტერესებული ამ საკითხით.
• ვთხოვე თემის შესახებ დაეწერათ ფერად თაბახებში .
• მოეტანად საჭირო რესურსები(სურათებიხოვე ,ფოტოები,ფანქრები და ა.შ)
• წინასწარ გამზადებულ მაგნიტურ დაფაზე 8-ვე მოსწავლეს გავაკვრევინე ფერადი თაბახები თავიანთი თემებით და სურათებით.
ინტერვენციის შედეგი: ასეთი აქტივობით ,ვფიქრობ, მეტად ჩავრთო მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში,გავზარდო ინტერესი მოსწავლეების რუსულ ენის მიმართ.
12.ინტერვენციების შეფასება.
ინტერვენციების განხორციელების შემდეგ, მდგრადობის შესაფასებლად გამოვიყენე შემდეგი მეთოდები:
1.დაკვირვება
დაკვირვების დღიური
2018-2019სასწავლო წლის ბოლოს
მოსწავლის სახელი და გვარი
კრიტერიუმები
1
2
3
4
5
6
7
8
29
ცდილობსა არ დააგვიანოს გაკვეთილზე
x
x
x
x
x
x
x
x
ცდილობს იყოს ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
x
x
x
x
x
x
x
ძირიტადად გაკვეთილები მომზადებული აქვს
x
x
x
x
x
x
თავს აღარ არიდებს საშინაო დავალებების შესრულებას
x
x
x
x
x
x
x
x
ყოველთვის შეუძლია დამატებითი ინფორმაციის მოპოვება
x
x
x
x
x
x
x
x
თავს არ არიდებს კითხვა პასუხს
x
x
x
x
x
x
x
x
ცდილობს ჩაერთოს გაკვეთილის შესახებარ მსჯელობაში.
x
x
x
x
x
x
x
x
2.ინტერვიუ-კლასის დამრიგებელთან. განმეორებით ინტერვიუმ მე-VI კლასის დამრიგებელთან მაჩვენა,რომ პრაკტიკული კვლევა კლასისთვის ნაყოფიერი შედეგების მომტანი გამოდგა: გაიზარდამოსწავლეთა ჩართულობა რუსულ ენაში, გაჩნდა მეტი ინტერესი საგნის მიმართ, აიწია აკადემიურმა მოსწრებამ მოსწავლეებში.მშობლების მეტად ჩართულები გახდნენ სასკოლო ცხოვრებაში.
3.დოკუმენტაციის ანალიზი
• შემაჯამებელი სამუშაოები
მე-2 სემესტრის შემაჯამებელი სამუშაოების შედეგები.
30
მოსწავლე
შემაჯამებელი
სამუშაოN1
შემაჯამებელი
სამუშაოN2
შემაჯამებელი
სამუშაოN3
X
9
10
10
X
6
7
7
X
6
7
8
X
8
8
9
X
7
8
9
X
7
6
8
X
8
8
8
X
6
6
7
4.მოსწავლეთა ანკეტირება.
კითხვები (შედეგებით)
1.საინტერესოა თუ არა თქვენთვის რუსული ენის გაკვეთილი?
31
ა)საინტერესოა; ბ)საინტერესოა ხანდახან; გ)არ არის საინტერესო.
2 .როგორი გაკვეთილი მოგწონს?
ა)მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული; ბ)ერთფეროვანი და რუტინული;
გ) ლექციური; დ)არ აქვს მნიშვნელობა;
61%
61%
31%
31%
8%
8%
0%
0%
საინტერესოა თუ არა თქვენთვის
საინტერესოა თუ არა თქვენთვის რუსული ენის გაკვეთილი?რუსული ენის გაკვეთილი?
საინტერესოა ძალიან.
საინტერესოა ძალიან.
საინტერესოა
საინტერესოა
საინტერესოა ხანდახან
საინტერესოა ხანდახან
არ არის საინტერესო
არ არის საინტერესო
32
4.რამდენად ხშირად იყენებს მასწავლებელი ეფექტურ უკუკავშირს?
ა)იყენებს ხშირად; ბ)იყენებს ხანდახან; გ)არ იყენებს.
83%
83%
0%
0%
8%
8%
9%
9%
როგორი გაკვეთილი მოგწონს?
როგორი გაკვეთილი მოგწონს?
მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული.
მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული.
ერთფეროვანი და რუტინული.
ერთფეროვანი და რუტინული.
ლექციური
ლექციური
არ აქვს მნიშვნელობა
არ აქვს მნიშვნელობა
100%
100%
0%
0%
0%
0%
0%
0%
რამდენად ხშირად იყენებს
რამდენად ხშირად იყენებს მასწავლებელი ეფექტურ უკუკავშირს?მასწავლებელი ეფექტურ უკუკავშირს?
იყენებს ხშირად
იყენებს ხშირად
იყენებს ხანდახან
იყენებს ხანდახან
არ იყენებს
არ იყენებს
33
5.მოგწონთ თუ არა მრავალფეროვანი რესურსებით ჩატარებული გაკვეთილი?
ა)მომწონს. ბ)მომწონს ნაწილობრივ; გ)არ მომწონს.
77%
77%
23%
23%
0%
0%
0%
0%
მოგწონს თუ არა მრავალფეროვანი
მოგწონს თუ არა მრავალფეროვანი რესურსებით ჩატარებული გაკვეთილი?რესურსებით ჩატარებული გაკვეთილი?
მომწონს
მომწონს
მომწონს ნაწილობრივ
მომწონს ნაწილობრივ
არ მომწონს
არ მომწონს
34
6.ხედავთ თუ არა რუსული ენის როლს ყოველდღიურ ცხოვრებაში?
ა)ვხედავ; ბ)ვხედავ ნაწილობრივ; ბ)ვერ ვხედავ.
7. ხართ თუ არა ჩართული გეოგრაფიის გაკვეთილის მსვლელობის პროცესში?
ა)ვარ ჩართული; ბ)საშუალოდ ვარ ჩართული; გ)არ ვარ ჩართული.
77%
77%
23%
23%
0%
0%
0%
0%
ხედავ თუ არა რუსულო ენის როლს
ხედავ თუ არა რუსულო ენის როლს ყოველდღიურ ცხოვრებაში?ყოველდღიურ ცხოვრებაში?
ვხედავ
ვხედავ
ვხედავ ნაწილობრივ
ვხედავ ნაწილობრივ
ვერ ვხედავ
ვერ ვხედავ
35
8.შეგიქმნიათ თუ არა რესურსი მასწავლებლის დახმარებით?
ა)დიახ; ბ)ხანდახან; გ)არა;
ვარ
ვარ ჩართულიჩართული63%63%
ვარ ჩართული
ვარ ჩართული საშუალოდსაშუალოდ28%28%
არ ვარ ჩართული
არ ვარ ჩართული0%0%
9%
9%
ხართ თუ არა ჩართული რუსული ენის
ხართ თუ არა ჩართული რუსული ენის გაკვეთილის მსვლელობის პროცესში?გაკვეთილის მსვლელობის პროცესში?
36
13.რეკომენდაციები
კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის მონაცემის ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე რეკომენდაციები:
1.გაამდიდრეთ სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებით და სტრატეგიებით:
• ლინვისტური თამაშები- ასეთი სამუშაო ხელს უწყობს გრამატიკის მასალის ათვისებას.
• როლური თამაშები-ამით უფრო სახალისო და საინტერესო გახდება სასწავლო პროცესი.
• სხვადასხვა სახის ოლიმპიადაში,პროექტებში ჩართვა.
62%
62%
23%
23%
15%
15%
0%
0%
შეგიქნიათ თუ არა რესურსი
შეგიქნიათ თუ არა რესურსი მასწავლებლის დახმარებით?მასწავლებლის დახმარებით?
დიახ
დიახ
იშვიათად
იშვიათად
არა
არა
37
2. ღონუსძიებები,რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას გაკვეთილზე.
• მიეცით მოსწავლეებს აზრის თამამად გამოხათვის შესაძლებლობა.
• დაარწმუნეთ მოსწავლე საკუთარ შესაძლებლობაში.
• გაითვალისწინეთ მათი რჩევები: რა უფრო საინტერესო იქნება მათთვის.
3.დაიგეგმოს ისეთი გაკვეთილები ,რომლებიც ხელს შეუწყობენ მოსწავლეთა აზროვნების ამაღლებას,ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.
4. მოსწავლეებს მივცეთ განმავითარებელი უკუკავშირი.
5.ხშირად შევცვალოდ სწავლი მეთოდები.მეთოდების ცლილებას ახალი ამპულსები შემოაქვს სასწავლო გარემოში.
6. შევარჩიოდ დავალებები მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით.
14.დასკვნა
კვლევის შედეგად გამოვლინდა შროშის საჯარო სკოლის მე-6 კლასში რუსულის გაკვეთილზე ჩართულობის ნაკლებობა. პრობლემის გამოსაკვლევად მოხდა საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება, გაანალიზდა შემაჯამებელი სამუშაოები, გამოიკითხა კლასის დამრიგებელი, მოხდა მოსწავლეთა და მშობელთა ანკეტირება მათი ინტერესების გამოსავლენად. ამ ყველაფრის შემდგომ დაიგეგმა და განხორციელდა მრავალფეროვანი ინტერვენციები. ინტერვენციების შეფასებისას გამოიკვეთა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო. გარკვეულწილად მოხერხდა მდგომარეობის გაუმჯობესება.შემიძლია გავაკეთო შემდეგი დასკვნები:
1.მშობლის ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში განსაკუთრებულო მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისათვის. გამოკვლევის თანახმად ,რაც უფრო მეტად არის ჩართული მშობელი შვილის სწავლების პროცესში:ესაუბრება მას,ეხმარება მას სწავლის პროცესში წარმოქმნილი პრობლემის გადალახვაში,მით უფრო მაღალია მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა სწავლასთან დაკავშირებით.
38
2.მასწავლებლის შრომისუნარიანობით ,სამართლიანობით და სხავასხვა აქტივობებით და მეთოდური საშუალებების გამოყენებით (ინტერვენციები,განმავითარებელი შეფასება და სხვა)შესაძლებელი ხდება დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა ჩართულობის ამაღლება,რაც გამოიხატება იმაში,რომ მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა სახის პროექტებში,გაიღრმავებენ ლექსიკურ ერთეულებს,შეუძლიათ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმა და დასაბუთება.
მასწავლებელმა ყოველთვის უნდა გამოიყენოს სწავლების თანამედროვე მეთოდები, მრავალფეროვანი აქტივობები და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები. რათა დააინტერესოს მოსწავლეები თავის საგნით და აუმაღლოს მათ სწავლის მოტივაცია.
კვლევამ შემაძენინა გამოცდილება ,თუ როგორ ავამაღლო მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, როგორ წარვმართო სასწავლო პროცესი მომავლისაკენ,როგორ გავხადო აქტიური გაკვეთილზე და გავზარდო მოსწავლეთა ინტერესი საგნის მიმართ, განუვითარო უნარ-ჩვევები, რომლებიც მომავალში მათ გამოადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
15.რეფლექსია
პრაქტიკული კვლევა“როგორ გავზარდო მოსწავლეთა ჩართულობა უცხოური ენის გაკვეთილზე დაწყებით კლასებში“ ჩავატარე მიმდინარე სასწავლო წლის ოქტომბერ-მაისში.
მიზნად დავისახე მე-6 კლასის მოსწავლეებში ვიკვლიო გაკვეთილზე ჩართულობას დაკავშირებული გამომწვევი მიზეზები,დავადგინო პრობლემის სათავე და მოვიძიო ამ პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები.
გავითვალისწინე ე.ს.გ მოთხოვნები და ფსიქოლოგების რჩევები ჩართულობის და მოტივაციის გაზრდის შესახებ,შევარჩიე სტრატეგიები.გამოვიყენე ინტერვიუ კლასის დამრიგებელთან,ანკეტირებამშობლებთან ,მოსწავლეებთან.ჩატარებულმა სტრატეგიებმა
39
გაამყარა ჩემიაზრი აღნიშნული პრობლემის შესახებ.მოსწავლეებს უჭირთ ჩათულობა საგაკვეთილო პროცესში,მათი ინტერესი საგანთან მიმართებაში დაბალია.საჭიროება მოითხოვს ისეთი აქტივობების ჩატარებას,რომელი კლასში გადაჭრის ამ საკითხს.
ანალიზის შემდეგ დავგეგმე ინტერვენციები:“ თავისუფალი მკითხველი“,“სწავლება დოკუმენტული ფილმების მეშვეობით“,“როლური თამაშები“,“თვალსაჩინოებითი სასწავლო რესურსის შექმნაში მოსწავლეთა ჩართულობა“,“სიმღერით სწავლება“,რომლებმაც მოსწავლეებს გაუზარდა ჩართულობა გაკვეთილზე ,ინტერესი საგნის მიმართ, შეძლეს აზრთა გაზიარება.
პრაქტიკის კვლევის შედეგები გავუზიარე ჩემს კოლეგებს უცხო ენის კათედრაზე.ჩემთვისაც მნიშვნელოვანი გაზრდა მათი მოსაზრებები აღნიშნული საკითხისადმი,მოხდა კოლეგებს შორის თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება.მათი თქმით ,ჩემს მიერ ჩატარებული ინტერვენციები კარგად იყო დაგეგმილი და უკეთესი შედეგების მისაღწევად სასურველია ამ მიმართულებით კვლავ გავაგრძელო მუშაობა.მივიღე საინტერესო რჩევები,რასაც გავითვალისწინებ მომავალ საქმიანობაში და უფრო ეფექტურს გავხდი ჩემს პრაქტიკულ საქმიანობას. შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში.
კოლეგებმა დამისვეს შეკითხვები:
1. რომელი ინტერვენცია დაეხმარა ყველაზე მეტად მოსწავლეებს ჩართულობის ამაღლებაში?
2. რამდენი ხანი გრძელდებოდა საწრეო მუშაობა და რამდენი ბავშვი იყო ჩართული?
3. როგორ ხდებოდა მასწავლებლის როლის გათვალისწინება მოსწავლეტა ჩართულობის ამაღლების კუთხით?
კოლეგებთან შეხვედრაზე ელექტრონული სახით წარვადგინე პრეზენტაცია,რომელსაც ესწრებოდა შეფასების ჯგუფის ხელმძღვანელი,სასწავლო ნაწილი და შეფასების ჯგუფის წევრები.პრეზენტაცია ძალიან საინტერესოდ წარიმართა.მათ დაადასტურეს,რომ
40
საკვლევი პრობლემა იყო ნამდვილად აქტუალერი.დაინტერესდნენ მეთოდებით,რომელიც გამოვიყენე პრობლემის მოსაგვარებლად.
პრეზენტაციის ბოლოს გაიმართ დისკუსია,იმსჯელეს,იმასთან დაკავშირებით,თუ რა არის რუსულის გაკვეთილზე ჩართულობასთან დაკავშირებული სირთულეების გამომწვევი მიზეზები; რამდენად სწორად და ეფექტურად მქონდა შერჩეული გადაჭრის გზები.
ვფიქრობ,ჩემს მიერ ჩატარებული კვლევა და მასში შემავალი საკითხები მეტ წილად დაეხმარება კოლეგებს,რომლებიც აქტიურად გამოიყენებენ თავიანთ პრაქტიკულ საქმიანობაში.
16.ბიბლიოგრაფია
გამოყენებული ლიტერატურა:
1. გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები(29 აგვისტო,2014) მანანა ბოჭორიშვილი http://mastavlebeli.ge/?p=1915
2.ეროვნული სასწავლო გეგმა, მოსწავლის მოტივაციის გაზრდა, მუხლი 34.
4.ზურაბიშვილი თ.“თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 2006 წ. hppt://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.ptp?ID=173
5.ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის მგზამკვლევი“ ნაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
41
6. მარზანო, რ.ი. მარზანო და დ.ფიქერინგი.2009 კლასის მართვა: კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები მასწავლებლისთვის. თბილისი: სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.
7.მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომობი, თბილისი 2004.
8. „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევი“, მასწავლებელტა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,თბილისი.2014
9. მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო -სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები“ (სატრენინგო მასალა),მოდული 2,მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,თბილისი,2016.
10.„პრაქრიკის კვლევის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენრტი.2016წ.
11.საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები საქარტველოში. კუტალაძე.2012;
12.სასწავლო პროცესის დაგეგმვა,მართვა,შეფასება(საკითხავი მასალა).მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.2017 წ. www>tpdc.ge.
13.“სწავლება და შეფასება”, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, თბილისი.2008 ISBN 978-99 41-0-0674-6 ISBN978-99-41-0-0676-0.
14.ტყემალაძე რუსუდან, დალაქიშვილი ნანა, თოფაძე ქეთევან, პაჭყორია თათია, ბუწაშვილი თამარ,“სწავლება და შეფასება“მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,თბილისი.2011
15.უცხოური ენების სწავლების ორგანიზება, ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი. (2014).http:/ncp.ge/ge/utskhouri-enebi/utskhouri-enebis-stavlebis-organizeba.
42
16.წულაძე ლ. ”რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“თბ.2008.http://css.ge/files/Books/Books/raodenobrivi_kvlevis_metodebis_saxelomzgv.pdf.
17.დანართები
დანართი 1.
დაკვირვების დღიური
2018-2019სასწავლო წელი
მოსწავლის სახელი და გვარი
კრიტერიუმები
1
2
3
4
5
6
7
8
ცდილობს დააგვიანოს გაკვეთილზე
ცდილობს ნაკლებად იყოს ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
ხშირია გაკვეთილის მომუმზადებლობა
თავს არიდებს საშინაო დავალებების შესრულებას
ეზარება დამატებითი ინფორმაციის მოპოვება
თავს არიდებს კითხვა პასუხს
ცდილობს არ ჩაერთოს გაკვეთილის
43
შესახებარ მსჯელობა.
დანართი 2.
ინტერვიუს კითხვები VI კლასის ხელმძღვანელთან
1.მე-6 კლასის ხელმძღვანელი მე-5 კლასიდან ბრძანდებით?
2. როგორ დაახასიათებდით მთელ კლასს?
3. მშობლები აქტიური წევრებია სკოლის ცხოვრების?
4.როგორი დამოკიდებულება აქვთ მშობლებს უცხო ენის მიმართ?
5.რა დამოკიდებულება აქვთ მოსწავლეებს უცხო ენის მიმართ?
6.რომელ საგნებში არიან წარმატებულები და აქტიურები?
7.როგორც კლასის დამრიგებელი,რას მირჩევდით,როგორ გავზარდო მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი რუსული ენის მიმართ.
დანართი N3.
მოგესალმებით!
44
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას ,,როგორ გავზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა უცხოური ენის გაკვეთილზე დაწყებით კლასებში“ ’. თქვენი, როგორც მშობლების მონაწილეობაძალიან მნიშვნელოვანიაპროექტის წარმატებისათვის . ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი რეკომენდაციები და გამოცდილება თქვენგან მიღებულიინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება. გმადლობთ თანამშრომლობისათვის.
კითხვარი მშობლებისათვის
1. როგორ ეხმარებით საგნის პედაგოგს,რომ თქვენი შვილი საგაკვეთილო პროცესზე იყოს უკეთ ჩართული?
ა) ვთანამშრომლობ პედაგოგთან
ბ) ხშირად ვსაუბრობ შვილთან
გ) და სხვა_____________________
2. როგორ ფიქრობთ,გამოადგება თუ არა თქვენ შვილს მიღებული რუსულ ენაში ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში?
ა) დიახ,გამოადგება.
ბ) ნაწილობრივ გამოადგება.
გ) არა,არ გამოადგება.
დ) არ ვიცი
45
3.რამდენად ხშირად ეხმარებით თქვენ შვილს დავალების განხილვაში?
ა) დიახ ბ) ნაწილობრივ გ) არა
4. ვინ ეხმარება ბავშვს სწავლისადმი მოტივირების ამაღლებაში?
ა) მეგობრები ბ) მასწავლებელი გ) მშობლები დ) ნათესავები
5. სანამ თვენი შვილი რუსული ენის სწავლას დაიწყებდა რამდენად დაინტერესებული იყავით თქვენ ამ საგნის მიმართ?
ა) დიახ ვიყავი დაინტერესებული
ბ) ნაწილობრივ ვიყავი დაინტერესებული
გ) არა ,არ ვყოფილვარ დაინტერესებული
6. რამდენად ხშირად რთავთ თქვენს შვილს პედაგოგის მიერ განხორციელებულ ღონისძიებაში?
ა) ხშირად
ბ) ნაწილობრივ
გ) საერთოდ არ ვრთავ დაგეგმილ ღონისძიებებში.
7 . როგორ ფიქრობთ,დამეხმარება თუ არა თქვენი აქტიურობა თქვენი შვილის საგაკვეთილო პროცესის უკეთ ჩართვაში?
ა) ძალიან დაგეხმარებათ.
ბ) ნაწილობრივ დაგეხმარებათ.
გ) ნაკლებად დაგეხმარებათ.
დ)არ დაგეხმარებათ.
46
დანართი 4.
ანკეტა მოსწავლეებისათვის.
მოგესალმებით.
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას ,,როგორ გავზარდო მოსწავლეთა ჩართულობა უცხო ენის გაკვეთილზე დაწყებით კლასში“’. თქვენი, როგორც მოსწავლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
კითხვები
1.თქვენი აზრით თანამედროვე საზოგადოებაში არის თუ არა სწავლა აუცილებელი?
ა) დიახ ბ) ნაწილობრივ გ) არა
2.თქვენი აზრით მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით რა უნდა გააკეთოს რუსული ენის პედაგოგმა?
ა) ინტეგრირებული გაკვეთილები დაგეგმოს
ბ) ფილმის ჩვენება
გ) ვიქტორინის მოწყობა
47
დ) და სხვა_________________________.
2. როგორ წარმოგიდგენიათ კარგი მასწავლებელი ,რომელიც შეძლებს თქვენში სწავლისადმი ჩართულობას?
ა) შრომისუნარიანი
ბ) სამართლიანი
გ) ჰუმანური
დ) და სხვა_______________________
4.როგორი გაკვეთილი მოგწონს?
ა) ლექციური ბ)მრავალფეროვანი გ)ერთფეროვანი
5. მოგწონს თუ არა მრავალფეროვანი რესერსებით ჩატარებული გაკვეთილები?
ა)მომწონს ბ) მომწონს ნაწილობრივ გ) არ მომწონს
უპირატესობას ვანიჭებ ოლიმპიადებსა და ღონისძიებებში ჩართვას?
ა) დიახ ბ) ნაწილობრივ გ) ნაწილობრივ
3. რამდენად უქვეითებს ჩართულობას გაკვეთილზე დავალების სირთულე ?
ა) ძალიან ბ) საშვალოდ გ) ნაკლებად დ) არანაირად
4. რამდენად ხშირად იგეგმება ჩართულობის ასამაღლებლად მრავალფეროვანი აქტივობები?
ა) ხშირად ბ) ზოგჯერ გ) იშვიათად დ) არასოდეს
5. რამდენად ხშირად იყენებს მასწავლებელი ეფექტურ უკუკავშირს?
ა) ხშირად იყენებს
ბ) ხანდახან იყენებს
48
გ) არ იყენებს
7. ხართ თუ არა ჩართული რუსული ენის საგაკვეთილო პროცესში?
ა) აქტიურად ვარ ჩართული ბ) საშუალოდ ვარ ჩართული გ) არ ვარ ჩართული
8. შეგიქმნია თუ არა რესურსი მასწავლებლის დახმარებით?
ა) დიახ ბ) აშვიათად გ) არა
9.იდეებს ხომ არ მომაწოდებდით რუსული სწავლების?(ვეცდები თქვენი იდეები შეძლებისდაგვარად განვახორციელო)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
10.რატომ მოგწონთ ან რატომ არ მოგწონს რუსული ენა?(დაწერეთ დასაბუთებულად)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------